დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ომარ ნიშნიანიძე:- „ქუთაისელები პირველყოფილებივით ბუჩქებში დადიან“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/30 19:20:26

პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე, ქუთაისელმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი მწვავედ გააკრიტიკა და კოლეგებს გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, მოსალოცია არამხოლოდ მარგველაშვილის გამარჯვება, არამედ „ნაციონალების“ პოლიტიკიდან გასტუმრება.

ნიშნიანიძემ მწვავე გამოსვლაში ქუთაისის ყოფილ მერზე გიორგი თევდორაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში ქუთაისში არაფერი გაკეთებულა.

„თევდორაძეს არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის. დღემდე  მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემები და ადამიანები პირველყოფილებივით ბუჩქებში დადიან“,-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. ემოციური გამოსვლის  გამო დეპუტატმა  პარლამენტის თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია