საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოდან საავადმყოფოში გადაყვანილი ბიუროს თანამშრომელი გზაში გარდაიცვალა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/30 17:21:09

გუბაზ სანიკიძის ბიუროს თანამშრომელი  მამუკა ახალაია საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან  საავადმყოფოში გადაყვანამდე გზაში გარდაიცვალა.  

ახალაია, რომელიც  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, შეუძლოდ მალევე გახდა, რის შემდეგაც  სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალაია ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში წაიყვანა,  თუმცა, იგი გზაში გარდაიცვალა.

ახალაია, რომელმაც ემოციური კომენტარი გააკეთა ქუთაისის 9 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით,  სხდომის დაწყებამდეც შეუძლოდ იყო.  

„როგორც განმიმარტა  სასწარფოს ექიმმა, პაციენტი, რომელიც გადმოიყვანეს იყო უმძიმეს მდომარეობაში. მას გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და კვლავ საჭიროებდა  სამედიცინო ჩარევას.   ნებისმიერ დროს შეილებოდა მსგავსი რამ დამართოდა“,-განაცხადა კლინიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა თეონა ლალიაშვილი.  

 

მამუკა ახალაია 58 წლის იყო.  მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონდა.  ახალაია რამდენიმე წელია გულის ოპერაციას საჭიროებდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია