დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ქალაქი
პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/30 12:14:59

ამ წუთებში ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საპარლამენტო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში დაბრუნებას აპროტესტებენ.

 

მათი განცხადებით, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტი მხოლოდ რესტორნებისა და რამდენიმე ბინის მესაკუთრისათვის არის შემოსავლის წყარო და ქალაქისათვის სხვა მნიშვნელობა არ გააჩნია, ეს მათი გაუნათლებლობის ბრალია, ვინაიდან პარლამენტი ქუთაისისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.


აქციის მონაწილეებს შორის არიან როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ქუთაისის მერიის თანამშრომლები.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი განიხილება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია