საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის # 65– ე უბანზე ამომრჩეველთა 596 ხმა გაბათილდა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/29 17:18:07

 

ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, # 65–ე  უბანზე საკონტროლო ფურცლის იდენტობის დარღვევის გამო, უბნის მონაცემები გაბათილდა.  უბნის ბათილად ცნობას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მოითხოვდა.

საჩივრის მიხედვით, უბანზე საკონტროლო ფურცელი  ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩავარდა, რის შემდეგაც კომისიის მდივანმა ფურცლის მესამე პირზე საკუთარი ხელმოწერა ამომრჩევლის სტატუსით დააფიქსირა. დარღვევა უბანზე ხმების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.

საჩივრის ხამურიანი განხილვის შემდეგ, კომისიის  წევრთა გადაწყვეტილებით # 65–ე უბანზე ამომრჩეველთა 596 ხმა გაბათილდა. კომისიის თავმჯდომარეს ხელფასი გაუნახევრდა, ხოლო  მდივანს სრულად დაექვითა.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2352
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია