დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 99 წლის ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცეს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/29 15:10:07

მუხნარის მუნიციპალიტეტში,  ახალგაზრდობის 15 ნომერში მცხოვრებ 99 წლის ქეთევან კიკნაძეს  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ 100 წლის იუბილე მიულოცა. ლომიძემ ასაკოვან ქალბატონს  ფულადი საჩუქარი გადასცა.

"ნამდვილად ბედნიერი ქალბატონია, რადგან მრავლად ყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. საკმაოდ მხნედ გამოიყურება და იუმორის კარგი გრძნობაც აქვს. ქალბატონ ქეთევანს მცირე თანხაც გადავეცით საჩუქრად",–განაცხადა კოტე ლომიძემ.

ქეთევან კიკნაძეს, რომელიც 1914 წელსაა დაბადებული, 4 შვილი, 6 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ყავს. ქეთევან კიკნაძეს 100 წელი მომდევნო წლის თებერვალში უსრულდება. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია