დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პრეზიდენტი სახელმწიფოს მმართველობას 17 ნოემბერს ჩაიბარებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/29 14:59:58

  საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე კი, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი არჩევის დღიდან მესამე კვირას უნდა გაიმართოს.

ინაუგურაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ბრძანებულებაში წერია, რომ ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით უნდა შეამკოს ილია ჭავჭავაძის საფლავ. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები პანთეონს შემოივლიან.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს  პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეხვდებიან.

 

ფიცის დამთავრებისთანავე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქარ­თველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას

სამარშო მუსიკის თანხლებით დაიწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად, საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2289
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია