დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიტყვიერი დაპირისპირება ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/28 20:29:35

ამ წუთებში ქუთაისის №59–ე  საოლქო საარჩევნო კომისია კომისიაში შემოსულ საჩივრებს განიხილავს. საჩივრების განხილვას კომისიის წევრებსა და უბნის კომისიის  თავმჯდომარეს შორის სიტყვირი დაპირისპირება მოჰყვა. №115-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე გივი რეხვიაშვილი უბანზე  დავით ბაქრაძის შტაბის დამკვირვებელს დაუპირისპირდა. 

ანდრო მაღლაკელიძე, რომელმაც №115–ე  საარჩევნო უბანზე უბნის დაგვიანებით გახსნის გამო საჩივარი საოლქო კომისიის სახელზე დაწერა, უბნის თავმჯდომარეს პროცედურულ დარღვევაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ დისციპლინარული სასჯელის გამოყენებას მოითხოვს. მისი თქმით, თავმჯდომარემ უბანი 13 წუთის დაგვიანებით 8 საათსა და 13 წუთზე გახსნა, მაშინ, როცა ამომრჩევლები რიგში იდგნენ.

თავის მხრივ ბრალდებას უარყოფს №115 უბნის კომისიის თავმჯდომარე.  გივი რეხვიაშვილის თქმით, მაღლაკელიძის საჩივარი უსაფუძვლოა. „რასაც ეს ადამიანი ამბობს, ეს არის ყურით მოთრეული თემა, ჩემი და თქვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ბატონო ანდრო,“ - განაცხადა გივი რეხვიაშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები  №115–ე  უბნის თავმჯდომარის წინააღმდეგ დისციპლინარული შენიშვნის მიცემის საკითხს ამ წუთებში განიხილავს.

სხდომაზე, რომელიც საათზე მეტია მიმდინარეობს, კომისია სულ 9 საჩივარს განიხილავს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია