ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა შეახსენეს პრემიერს, რომ დაესახელებინა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა კვლავ თავი შეიკავა და ამჯერად მიზეზად ის დაასახელა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ქუთაისში, პარლამენტში იმყოფებბიან და კვირის ბოლომდე ვერ ჩამოვლენ დედაქალაქში.
„შაბათს გვექნება უმრავლესობასთან შეხვედრა, რომლის შემდეგ გავმართავთ ბრიფინგს და დავასახელებ პრემიერის ვინაობას. გარწმუნებთ, რომ პრემიერი იქნება თქვენთვის გასაგები და მისაღები პიროვნება, იგი იქნება ძალიან ეფექტური კაცი. კარგი პრემიერი იქნება. დანარჩენს თვითონ დრო აჩვენებს.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ერთი ინფორმაცია მაინც მიიღეთ – პრემიერი კაცი იქნება.“ – დაამატა გიორგი მარგველაშვილმა.