ქუთაისში 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 63 458 ამომორჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლების 39,91%-ია. ხმები პრეზიდენტობის კანდიდატების მიხედვით ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიორგი მარგველაშვილი – 35 223 ხმა (55,51%);
დავით ბაქრაძე – 16 619 ხმა (26,19%);
ნინო ბურჯანაძე – 6 214 ხმა (9,79%);
შალვა ნათელაშვილი – 2 284 ხმა (3,6%);
გიორგი თარგამაძე – 808 ხმა (1,27%).
პირველი ხუთეულის გარდა ყველაზე მაღალი – 401 ხმა მიიღო კობა დავითაშვილმა.
ყველაზე ცოტა, 6-6 ხმა მიიღეს ქართლოს ღარიბაშვილმა და თეიმურაზ ბობოხიძემ.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ქუთაისის უბნების ყველა ხმა უკვე დათვლილია და ყველა ოქმის მონაცემი შეტანილია საერთო სისტემაში.