დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2013
მოქმედი პრეზიდენტი: "ყველამ პატივი უნდა ვცეთ უმრავლესობის აზრს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/27 22:53:42

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ტელევიზიით საზოგადოებას მიმართა და არჩევნები შეაფასა. გთავაზოთ მიმართვის ძირითად აქცენტებს:

 

 „ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ.

 

 მინდა ვუთხრა ყველას, ვინც შედეგებით უკმაყოფილოა - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას და არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის აზრს", - აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა.

 


მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ამის ფონზე ასევე გასათვალისწინებელია უმცირესობის აზრიც და იმ მოქალაქეების პოზიციაც, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო არჩევნებზე არ მივიდნენ. "მესმის, რომ ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულიცაა. ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც. ამ არჩევნებზე იყო დაბალი გამოცხადება, ვიდრე წინა არჩევნებზე - ეს სიგნალია, რომ ხალხთან საჭიროა მუდმივი დიალოგის წარმოება", - განაცხადა სააკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია