საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამი საათის მონაცემებით, ქუთაისში, ამომრჩეველთა მესამედსაც არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/27 15:50:58

სამი საათის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისში დარეგისტრირებულთა მხოლოდ 26, 85%-მა მიიღო მონაწილება. ქალაქის 127 უბანზე ხმა 26 684-მა ამომრჩეველმა მისცა.  

როგორც საოლქო სააჩევნო კომისიაში ამბობენ,  აქტივობა ამ დროისთვის არც ისე მაღალია.

ბოლო ორ საათში საოლქო კომისიაში კიდევ ორი საჩივარი შევიდა. ამ დროისთვის, პროცედურულ დარღვევებზე საოლქოში სულ 5 საჩივარია დაწერილი.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ბურჯანაძის ქუთაისის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კარუსელის დაფიქსირების შესახებ არ ადასტურებს და ამბობს, რომ მსგავსი საჩივარი კომისიაში არ შესულა.    

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია