ქუთაისში 39-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა 20 წუთით დააგვიანა უბანზე გამოცხადება, რის გამოც მოხდა კომისიის წევრების გადანაწილება. კიდევ ერთი პრობლემა დაფიქსირდა აღნიშნულ უბანზე: გადასატან ყუთს არ გაჰყვნენ „ნაციონალებისა“ და ბურჯანაძის წარმომადგენლები. მათ განაცხადეს, რომ ურჩევნიათ, ადგილზე დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. საბოლოოდ, გადასატან ყუთს წილისყრით შერჩეული წევრები გააყოლეს.
უბნის დაგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატის, კობა დავითაშვილის წარმომადგენელმა. ავთო სივსივაძის თქმით, წევრის დაგვიანება არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ააგორეს ეს ფაქტი, როგორც პრობლემა და უცებ შეადგინეს ოქმი. „პატარ-პატარა პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.“– ამბობს ავთო სივსივე.
დავითაშვილის წარმომადგენელი ასევე უკმაყოფილოა უბნებზე მოსახლეობის პასიურობის გამო.