დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
ქუთაისის 25-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა დააფიქსირა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/27 12:00:19

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში გახსნილ 25-ე საარჩევნო უბანზე გამოკრულ ძირითად სიაში არ მოხვდნენ გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლები. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია უკლებამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს მიუთითა. უკლებამ,  რომელიც უბანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა, კომისიის თავმჯდომარეს შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდა: „გადასატანი ყუთის სია მიამატეთ ძირითად სიას. ყველა ჩემნაირი ლმობიერი არ იქნება,“– განუცხადა გია უკლებამ კომისიის თავმჯდომარეს. „ნაციონალების“ დამკვირვებული კომისიის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი მითითებით შემოიფარგლა და შენიშვნა  კომისიის ჩანაწერთა წიგნში არ დაუფიქსირებია. უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ია მინაძემ, უკლებას მითითების შემდეგ დაიწყო შეცდომის გამოსწორება.

 

მისი თქმით, გადასატანი ყუთის სია მას სამაგიდოში ჰქონდა, თუმცა იმის შესახებ, რომ ძილითად სიაზე უნდა მიემატებინა, არ იცოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია