დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად ქუთაისელი კადრი ვერ შეარჩია
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/25 22:14:27

 ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მეორედ  გამოცხადებულ კონკურსში განათლების სამინისტრომ „მეოცნებე“ სამტრედიელზე, შევარდნაძის დროინდელ  განათლების განყოფილების  გამგეზე,  ბადრი ვაშაკიძეზე შეაჩერა არჩევანი. 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა აპლიკაციები შეიტანეს, რის შემდეგაც გაიმართა ელექტრონული ტესიტირება, სადაც მინიმალური კოპეტენციის ავრი 60 ქულა იყო. კონკურსში სულ 60 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ეტაპის ედეგად მათგან მხოლოდ 12 კანდიდატი ეირჩა, რომლბმაც კომისიის წევრებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიარეს.

 

როგორც ჩანს, კონკურსის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა ბადრი ვაშაკიძემ, რომელიც, სავარაუდოდ, ამ პოსტზე  ერთადერთი მონაწილე იყო რაიონიდან.

 

psnews.ge  კონკურსის რამდენიმე ქუთაისელ მონაწილეს გაესაუბრა. ისინი შედეგებ აპროტესტებას არ აპირებენ, თუმცა, მათი ნაწილი მიჩნევს, რომ ქუაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად  ადგილობრივი კადრის შერჩევა უმჯობესი იქნებოდა.

 

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეს, მე-7 სკოლის დირექტორს, ენდი ნემსიწვერიძეს კონკურსის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გაიმარჯვა კონკურსში სამტრედიელმა კანდიდატმა.

 

"გაკვირვებული დავრჩი იმის გამო, რომ ქუთაისელი არ დაინიშნა ამ პოსტზე. რაღაც სიცარიელე დამრჩა და თითქოს შეურაცყოფილიც კი ვიყავი, ეს ამბავი რომ გავიგე. ნუთუ ქუთაისში ერთი კაცი არ მოიძებნა ისეთი, განათლების სფეროს რომ ჩადგომოდა სათავეში? ჩემთვის გაუგებარია, 60 წლის ადამიანმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამხდარიყო. ალბათ, ჰქონდა რაღაც იმედი, რომ გაიმარჯვებდა",- ამბობს მე 7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე.

 

კომისიის შედეგების გასაჩივრებას არ აპირებს არც 30- სკოლის დირექტორი, თუმცა, ის კომისიის წევრებზე ვინმეს მხრიდან ზეგავლენას არ გამორიცხავს.

 

"არ ვაპირებ გავასაჩივრო, რადაგან ვთვლი, რომ აზრი არ აქვს. კომისია დაკომპექტებული იყო პროფესიონალებით, მაგამ არ გამოვრიცხავ, რომ მათზე იმე ზეწოლა განხორციელდა. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატს, ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, გარდა გავრცელებული ჭორებისა, საერთოდ არ ვიცნობ და ამიტომ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩემი მხრიდან ეს არაეთიკური იქნება"- ამბობს 30- სკოლის დირექტორი მიშა გიორგაძე.

 

კონკურსის ორი ეტაპი წარმატებით გაიარა მე- 14 სკოლის დირექტორმა ნინო ჩუბინიძემაც, თუმცა, მიუხედავად მიღებული მაღალი ქულისა, მან კონკურსი ბოლო ეტაპზე დატოვა, გასაუბრებაზე გასვლა გადაიფიქრა. ჩუბინიძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება გამოწვეული კომისიის მიმართ უნდობლობით.

 

 

ვინ არის ბადრი ვაშაკიძე?

როგორც მედიასა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის პოსტზე შერჩეული ბადრი ვაშაკიძე არამარტო "ქართული ოცნების" აქტივისტია, ის  ამსთანავე,  კახი კალაძის ახლო ნათესავად მოიაზრება. ვაშაკიეს გაანთლების სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. სამტრედიის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსია.

 

შეგასენებთ, რომ განათლების სამინისტრომ ქუთაისის რესურცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი მეორედ გამოაცხადა. პირველად კონკურსის შედეგად ხელმღვანელ პოსტზე კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა. გაზაფხულზე ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის განთლების აიპის დირექტორი ლადო პატარიძე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ  ხელმძღვანელობდა ქუთაისის რესურსცენტრს, თუმცა განმეორებით გამოცხადებულ კონკურში  მონაწილეობა აღარ მიუღია.

 

კონკურსის შედეგბის გასაჩივრება, კონკურსანტებს 29 ოქტომბრამდე შეუძლიათ. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა საპრეტენზიო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია