დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ყველაზე წარმატებული საერთაშორიო პროექტის ავტორი
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/25 17:32:06

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტი,  რომელიც CUIDAD –ის 126 პროექტს შორის ყველაზე წარმატებულად დასახელდა, დასრულდა.

იტალია-საქართველო-მოლდოვას ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავდა ტურიზმის განვითარებას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

 პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების  მიზნით, ევროკომისის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში,  ქუთაისში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და   იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული რუკების შექმნა. პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციურ დონეზე გადამზადდნენ ქუთაისის ტურ-ოპერატორები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სულ ახლახანს კი იტალიელმა  ჟურნალისტმა ქუთაისზე სახასიათო ფილმი გადაიღო.

პროექტი "ერთიანი მიდგომა მდგრადი ტურისტული პროდუქციის მიმართ: იტალია, საქართველო და მოლდოვა" სრულად ევროკომისიის მიერ არის დაფინანსებული.

პროექტის დასკვნითი ეტაპი ქუთაისში ევროკომისიის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.  აუდიტორულმა კომპანიამ selene audit-მა პროექტის ფინანასური ნაწილი ადგილზე უკვე შეისწავლა.

ევროკომისიის ერთობლივი პროექტი ქუთაისში 2009-2012 წლებში ხორციელდებოდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია