დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ითხოვს თემურ შაშაიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ჯანმრთელობის ცნობებს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/25 17:04:16

მოძრაობა „თეთრების“ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, საუბარია არამხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არამედ იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღია მათი ცნობიერება.

შაშიაშვილის თქმით „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი "თავისუფლების ინსტიტუტის" სათავეებთან იდგა, „სოროსელების“ კანდიდატი კი არ შეიძლება იყოს ჯანსაღი, ქართული ცნობიერების, ადამიანი.

შაშიაშვილის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენელი წარმატებით ებრძვის საკუთარ თავს, როდესაც საზოგადოებისთვის საკუთარი არჩევანის თავზე მოხვევას ცდილობს. მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს ის, რომ ივანიშვილს სურს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირები მისი ხათრით აირჩიონ.

შაშიაშვილი პრემიერის შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ივანიშვილი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და დაჰყვება მას.

მისი თქმით, ასეთი ქმედებით ივანიშვილი ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებას ართმევს, რაც ევროპული ღირეულებებისა და დემოკრატიისგან შორსაა.

 

წყარო:news.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია