საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დედაშვილობის დრამა
დაკარგული ნინო გვასალიას დედა შვილს პატიებას და დაბრუნებას თხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/25 02:17:34

დაკარგული ნინო გვასალიას დედა, ლალი ცინცაძე შვილს სოციალური ქსელის მეშვეობით დაბრუნებას თხოვს და ნინოს ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს.

"ჩემო ნინო, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო გონიერო, ლამაზო, ყველასთვის საყვარელო გოგო, ძალიან მიყვარხარ და მენატრები, ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, მეც და ყველანი... განსაკუთრებით მე, რომ ვერ გავამართლე შენი იმედები. მაპატიე, გემუდარები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოგწონს და გინდა, დამინდე და დაგვიბრუნდი, ყველანი გეხვეწებით:(
ყველას უყვარხარ, ჩემო გოგო, ყოველთვის ვამაყობდი შენით, ვინც გიცნობს, ყველამ იცის, როგორი განსაკუთრებული ხარ, როგორი მართალი და კარგი მეგობარი. ნუ გაგვიცრუებ იმედს, გვაპატიე და დაგვიბრუნდი, შენი დიდსულოვნების იმედი მაქვს, დე :((( 
შენთვის არასოდეს არაფერი დამიშლია, არც ახლა დაგიშლით, სადაც ბედნიერი იქნები, იქ იცხოვრე. ერთ დღესაც ნუ გაჩერდები სახლში, ეკა უკვე გელოდება ამერიკაში, შვილივით მივხედავო, მწერს... გემუდარები, თუ სადმე ხარ ახლა, თუ არ გამწირე და ისევ სუნთქავ, მაპატიე, რომ ვერ გაგიფრთხილდი და გამოჩნდი :(((((((("- მიმართავს ლალი ცინცაძე შვილს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია