საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კოტე ლომიძე: „სამი ოთარის" ძეგლი არსად არ გადააქვთ“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/24 18:03:03

ქუთაისში  "სამი ოთარის" ძეგლის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე. მისი თქმით,  ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და ე.წ. „მეობის“ ძეგლის აღება არ იგეგმება.


„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც ძეგლების გადატანაზე და არც სასტუმროს აშენებაზე არ არის საუბარი. შეურაცხყოფილიც კი ვარ მე ამ ინფორმაციის გავრცელებით. შეეძლოთ,  მოსულიყვნენ ჩემამდე და ეკითხათ, იყო თუ არა ეს სიმართლე. ვიდრე მე ამ ქალაქში ვარ, „სამი ოთარის" ძეგლი არსად არ გადავა",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალკეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ.


ლომიძემ ასევე ისაუბრა „სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრზე და განაცხადა, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობა არ დაუშვებს აღნიშნული შენობის გადაფარვას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია