დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „მწვანე ბაზრის“ მოწილეები მერიასთან საპროპესტო აქციას მართავენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/24 15:06:11

ქუთაისში „მწვანე ბაზრის“ მოწილეები ბაზრის დირექტორს დავით გვიშიანს წილების მითვისებაში ადანაშაულებენ. ბაზრის ყოფილმა მოწილეებმა და თანამშრომლებმა დღეს მერიის წინ აქცია გამართეს და გვიშიანის დასჯა მოითხოვეს.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, 1995 წელს 65 პირმა ბაზრის ტერიტორია ერთობლივად შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით კი გვიშიანმა მოწილეები მოატყუა და წილები საკუთარ სახელზე გადაიფორმა.

 

მათ ასევე  აღნიშნეს, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართეს, თუმცა პროკურატურამ გაურკვეველი მიზეზით საქმე დახურა.

 

ქუთაისის მერიასთან შეკრებილები საქმის ხელახალ გამოძიებას და გვიშოანის კანონიერ დასჯას მოითხოვენ. მათ დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელ კოტე ლომიძესთან შეხვედრა ითხოვეს. ლომიძე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათ აუცილებლად შეხვდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია