დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ვერ გამოიყენა ქუთაისის მერიამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გადმორიცხული 16 მილიონი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/23 17:14:53

რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოყოფილი 16 მილიონი ლარის ათვისება ვერ ხერხდება. 9 თვიანი მუშაობის შედეგით ათვისებული  მხოლოდ 4 მილიონი ლარია.

 შეუსრულებელ პროექტებზე დღეს საკრებულოს საფოინანსო-სარევიზიო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. იმის გამო, რომ ქუთაისის მერიამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის სრული ათვისება ვერ შეძლო, სავარაუდოდ 2013 წელის ბიუჯეტში დაჩენილი თანხა მომავალი წლის ტრანსფერად ჩაითვლება, აღნიშნულით დაზარალებული კი მხოლოდ  ქუთაისი რჩება.

გამოყოფილი 16 მილიონის სრულად ვერ ათვისებას ქალაქის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე მმართველობის დაგვიანებულ გადაბარებას უკავშირებს.

"ჩვენ ქუთაისის მმართველობა მიმდინარე წლის მეშვიდე თვეს გადმოგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ თანხა რამდენიმე თვის გადმორიცხული იყო, ჩვენი წინამორბედების მიერ არ იყო გამოცხადებული ტენდერები და რატომ არ მოხდა ეს მათ უნდა ვკითხოთ. სწორედ ტენდერების დაგვიანებით გამოცხადების გამო მოხდა სამუშაოების დაგვიანება, რაც არის მიზეზი იმისა, სამინისტროს მიერ ქუთაისის განვიტარებისთვის გამოყოფილი თანხა სრულად ვერ ავითვისეთ"-აღნიშნა თოფურიძემ და იქვე დასძინა, რომ მისმა გუნდმა მცირე დროში მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეძლო.

იმ ფაქტს, რომ ხარჯვით ნაწილში პროდლემებია ადასტურებ საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი, რომელიც ბიუჯეტის აუთვისებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების გვიან ჩართვას და და ნაკლებ ინფორმირებულობას უკავშირებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია