საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე–მერმა საკუთარი მოვალეობები არ იცის?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/23 17:01:11

უკვე მეორე დღეა ქუთაისის სხვადასხვა უბნებში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები  მარგველაშვილის საარჩევნო პლაკატებს გარე განათების ბოძებზე აკრავენ, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. პლაკატები გაკრულია ჭავჭავაძისა და გუგუნავას ქუჩებზე.

ქალაქის ვიცე–მერი თენგიზ თოფრიძე, რომელსაც  წინასაარჩევნო პერიოდში  სააგიტაციო მასალების განთავსებაზე კონტროლი პირადად ევალება, პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ მას ეს საკითხი არ ეხება.

"შეუძლებელია მე ვიყო  პასუხისმგებელი პირი, რაღაც შეცდომაა აქ.  პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია. ვიცი რომ სააგიტაციო მასალებისთვის  ადგილების გამოყოფაზე შემოვიდა ბრძანება,მაგრამ პირადად მე არ ჩამბარებია",–ამბობს თოფურიძე.

 

 ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 10 ივლისის ბრძანებულებაში კი, რომელიც kutaisi.gov.ge -ზე რამდენიმე თვის წინ განთავსდა, ქალაქში  წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების  კონტროლზე  პასუხისმგებელ პირად სწორედ   თენგიზ თოფურიძეა დასახელებული.  ბრძანებულებას, რომლის შესახებაც თოფურძე ინფორმაციას არ ფლობს, ხელს საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი აწერს.

მუხლი 4. ამ ბრძანების მესამე მუხლში მითითებულ მისამართებზე განთავსებულ სტენდებზე საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლაკატები დასაშვებია A3 ფორმატის.
მუხლი 5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 6. ბრძანების შესრულების კონტროლი განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ თოფურიძემ.
მუხლი 7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 8. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია