დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არაკლასიფიცირებული მილიონი ქუთაისის ბიუჯეტში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/23 14:07:18

ქუთაისის 56-მილიონიანი ბიუჯეტი სეკვესტრის რეალური საფრთხის წინაშე დგას. 9 თვის მონაცემებით, გეგმის მხოლოდ 57,8%-ია შესრულებული. 4-მილიონიანი დეფიციტი კი 2013 წლის ბიუჯეტის სეკვესტრის წინაპირობას ქმნის.

 

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გაუმჭვირვალობასა და  სეკვესტრის საფრთხეებზე ღიად საუბრობენ ქუთაისის მერიაში. როგორც ირკვევა, პრობლემები მხოლოდ შესრულების ნაწილს არ ეხება. ადგილობრივ თვითმმართველობაში დღემდე დაუდგენელია, 1 102 000 ლარის წარმომავლობა, რომელიც ბიუჯეტში არაკლასიფიცირებულ თანხად მოიხსენიება.


„ბუნდოვანი  რომ არის ქალაქის ბიუჯეტი, ეს ცხადია. 1 102 000 ლარი აწერია არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს და არ ვიცით, რა არის ეს თანხები. ამ დრომდე არ ვიცით, საიდან შემოვიდა ეს თანხები და რა იგულისხმება მასში," – აცხადებს ვიცე-მერი გიორგი შარაბიძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია