დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარგველაშვილის პლაკატებს ქუთაისში აკრძალულ ადგილებზე აკრავენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/22 16:57:40

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, "ქართული ოცნების"  აქტივისტები საარჩევნო კოდექსს არღვევენ.  აქტივისტებმა დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გარე განათების ბოძებზე გააკრეს, რაც საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლით აკრძალული ქმედებაა. 

მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება. ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე, რომელსაც ქალაქში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილებზე კონტროლი ეკისრება, სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა გარდა გარე განათების ბოძებისა,  აკრძალულია  სახელმწიფო, სასამართლო, სამხედრო, პოლიციის, კულტურული, საგანმანათლებლო და  სპორტული დაწესებულების შენობების როგორც გარე ფასადებზე, ასევე ინტერიერში. 

პლაკატების და ბეჭვდითი მასალების  განთავსება დასაშვებია მხოლოდ  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სტენდებსა და საყრდენ კედლებზე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია