საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოუხდის თუ არა ნინო ბურჯანაძე ბოდიშს ქუთაისს მეორედ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/22 16:31:04

დღეს ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისელ ამომრჩევლებს მეორედ ხვდება. შეხვედრა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  17:00 საათზე დაიწყება.

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სცენის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად ბევრი ამომრჩეველი მივიდა, ცენტრალური მოედანი გადაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ქუთაისში 26 აგვისტოს იმყოფებოდა. რა დროსაც შეუსრულებელი დანაპირების გამო ქუთაისელებს ბოდიში მოუხადა. ბურჯანაძემ თავისი სიტყვის შესავალი ნაწილი ქუთაისზე საუბარს დაუთმო და განაცხადა, რომ მისი მაჟორიტარობის პერიოდში მან მშობლიური ქალაქისთვის ბევრი რამის გაკეთება ვერ შეძლო.

 

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ქუთაისელებთან შეხვედრა. სამწუხაროდ ბევრი რამის გაკეთება ვერ შევძელი ამ ქალაქისთვის, რადგან  საგანგებოდ იყო გადაკეტილი ყველა გზა, რათა  ჩემი დეპუტატობის დროს ვერ მომეხერხებინა რამის გაკეთება ჩემი ქალაქისთვის",–აღნიშნა ბურჯანაძემ ქუთაისში ყოფნისას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია