დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2013
კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/22 01:16:38

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა სპეციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს. გთავაზობთ ამ განცხადებას.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნათელი ხდება, რომ არსებული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მეორე ადგილზე გაიყვანოს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე. ამის შესახებ ღიად საუბრობს პრემიერ-მინისტრი და აფინანსებს შესაბამის სოცილოგიურ კვლევებს.

 წარსული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ოპოზიციური ძალების შეუთანხმებლობა  ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ერთიან კანდიდატს – რაც პრაქტიკულად ჩაშლის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარიგებას და გეგმებს.

 ამ ეტაპზე ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატთა შორის მკაფიოდ ლიდერობს ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამიტომ, „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. 

 მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს და კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, 27 ოქტომბერს ხმა მიეცით ნინო ბურჯანაძეს.

 „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია