დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
მერაბიშვილი თავის პროცესს შესაძლოა დღესაც არ დაესწროს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/21 10:40:20

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს, შესაძლოა, დღესაც არ დაესწროს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მერაბიშვილი თავს  შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც, ჯერჯერობით, უცნობია გამოცხადდება თუ არა იგი პროცესზე.


შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე 3369 მოწმის დაკითხვა იგეგმება.  

 

ვანო მერაბიშვილი წინა სხდომას არ დაესწრო. პროცესზე არგამოცხადების მიზეზი მან წერილობით ახსნა და განაცხადა, რომ  დასაკითხ მოწმეთა ვინაობა არ არის ცნობილი, რის გამოც იგი უარს აცხადებდა პროცესზე დასწრებაზე.   

 

ვანო მერაბიშვილს ბრალი  დასაქმების პროგრამის განხორციელების დროს თანხების უკანონოდ  მითვისებაში ედება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია