საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ამბები
"ტიტანიკის" ვიოლინო 1.7 მილიონ დოლარად გაიყიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/21 02:41:23

ვიოლინო, რომელზეცტიტანიკისჩაძირვისას უკრავდნენ, 1.7 მილიონ დოლარად გაიყიდა კვირას დიდ ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე.– ამ ინფორმაციას „ნეტგაზეტი“ ავრცელებს CNN. –ზე დაყრდნობით.

 ვიოლინო, გემზე მყოფ მუსიკოსს ეკუთვნოდა და გემის ჩაძირვის პროცესშიც უკრავდა რათა პანიკაში მყოფი მგზავრები დაემშვიდებინა.

 კოლექციონერი ქრეგ სოპინი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვიოლინოს ავთენტურობის დადასტურების პროცესში აცხადებს, რომ იგი ყველაზე ძვირადღირებული ნივთია, ტიტანიკთან დაკავშირებულ ნივთებს შორის და მისივე თქმით, მაჩნებლის გაუმჯობესება რთული იქნება:"მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ ნივთს ტიტანიკიდან, რომელიც ამ ვიოლინოზე უფრო სიმბოლურია".

 ტიტანიკის ის მგზავრები, რომლებიც სიკვილს გადაურჩნენ იხსენებენ, რომ ველის ჰართლის ბენდი მგზავრების დასამშვიდებლად დაკვრას მაშინაც განაგრძობდა, როდესაც გემი მათ ფეხქვეშ იძირებოდა. ეს სცენა ჯეიმს კამერონის ცნობილ ფილმშიც „ტიტანიკში“ ასახულია. ფილმში ჰართლი და მისი ბენდი გემის ჩაძირვის პროცესში ასრულებს სიმღერას "Nearer, My God, to Thee."

 როდესაც ჰართლის გვამი წყლიდან ამოიტანეს, ვიოლინოს ჩანთა მას ისევ ზურგზე ეკიდა. 2006 წელს დაზიანებული ვიოლინო ბრიტანეთში, სახლის სხვენში იპოვეს. მას ტესტი მარილიანი წყლის შემცველობაზე ჩაუტარეს მას შემდეგ, რაც ვარაუდი გამოითქვა ვიოლინოს წარმოშობის შესახებ.

 გამყიდველისა და მყიდველის სახელები აუქციონზე საჯაროდ არ დასახელებულა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია