დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანადგომის მადლი
ვის უხმობს ზარი? ანუ დავეხმაროთ მაია მიქაუტაძეს!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/21 01:54:57

2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია - ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რაც 100 000 დოლარი ჯდება. 25 წლის მაია მიქაუტაძის დასახმარებლად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდია გახსნილი, რითაც საქართველოს მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. 
"25 წლის მაია მიქაუტაძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია, რის გამოც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია–ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაციის ჩატარების სირთულიდან გამომდინარე, საქართველოში მისი გაკეთება შეუძლებელია. მაიას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს თურქეთში, რაც სამწუხაროდ, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაციის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100000 დოლარს, რომლის მოგროვების საშუალებაც ოჯახს დამოუკიდებლად არ გააჩნია. მაია მიქაუტაძეს ლეიკემიის დიაგნოზი პირველად 9 წლის ასაკში დაუდგინეს, წელიწადნახევრიანი მკურნალობის შედეგად მაია გამოჯანმრთელდა და მაქსიმალურად ჩაება სამოქალაქო/საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ექიმების რეკომენდაციით, მას მუდმივად უტარდებოდა შესაბამისი გამოკვლევები. მაიას შემთხვევა ითვლება სამედიცინო გამონაკლისად, მას ლეიკემია განუმეორდა 15 წლის შემდეგ, მაშინ როცა სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით დაავადების განმეორების რისკი გამოჯანმრთელებიდან 5-7 წლის განმავლობაშია", - აცხადებენ მაია მიქაუტაძის ახლობლები.

საბანკო რეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი" საბანკო კოდი: TBCBGE22 ა/ნ: GE38 TB76 6654 5161 6000 02 მიმღები: მაია მიქაუტაძე                  TBC Pay-ს ნებისმიერი აპარატი: პ.ნ 60001115281, დაბადების თარიღი10.10.1987წ. მაგთისა და ბილაინის ნომრიდან: 09 01 70 00 56

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია