დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემოდგომის დღესასწაული
ჭიათურქალაქობა–2013 წელს მუნიციპალური ხარჯების გარეშე ჩატარდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/20 22:01:52

ტრადიციული ჭიათურქალაქობა 14 ოქტომბერს დაიწყო მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვითა და 20 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებებით დასრულდა. ჯამურად 28 ღონისძიება, მიუხედავად კლიმატური პირობების გაუარესებისა, გეგმის მიხედვით გაიწერა დროსა და ადგილებში. ღონისძიებები ძირითადად მოსწავლეების, სახელოვნებო სფეროს მუშაკებისა და სასულიერო პირების ძალისხმევით მოეწყო.

 ტერიტორიული ორგანოებისა და ზოგიერთი სამსახურის ინიციატივით ,,ხვავრიელი შემოდგომის“ სახელწოდებით მოეწყო რამდენიმე კუთხე, რომლის საშუალებითაც ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი აგრარული სექტორის პროდუქცია გამოიფინა.

 ჭიათურქალაქობისათვის სპეციალურად ჩამოვიდა თურქეთიდან, ქალაქ მურღულიდან ექვსკაციანი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მურღულის მერი მემედ ილდიმირი, რომელმაც psnews.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ წარმოშობით ქართველია და ჭიათურის მსგავსად, მურღულიც სამთო-მოპოვებითი საქმიანობით გამოირჩევა (სპილენძის მოპოვება) და იქაც არსებობს ეკოლოგიური პრობლემები. ,,ჭიათურაში თავი ნამდვილ ქართველად ვიგრძენი“,_ აღნიშნა მემედ ილდიმირმა.

 თურქულ დელეგაციას ახლდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ანკარელი იუსუფ გიულვერი, რომელმაც ისაუბრა გაცვლით სასწავლო პროგრამებზე, რომელიც მომდევნო ზაფხულიდან დაიწყება საზაფხულო სკოლების ჩამოყალიბებით: სავარაუდოდ, მომდევნო წელს ჭიათურიდან რამდენიმე მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც თურქეთში მინიმუმ ერთი კვირით დარჩებიან და სპეციალურ სასწავლო კურსს გაივლიან.

 ე.წ. სტალინის ბაღის დემონტაჟის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სკვერი მოეწყო და მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა ჭიათურის მუნიცპალიტეტის გამგებლის, სულხან მახათაძის, მურღულის მერის, მემედ ილდიმირისა, და აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული პოეტის შვილის მიერ.

 მოეწყო რამდენიმე თეატრალური და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ჩვენებაც.

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გივი კიკნაძის, განცხადებით ჭიათურქალაქობა მუნიციპალური ხარჯებით არ მოწყობილა. ნებაყოფილობით ყველა მსურველმა თავისი ჭირნახული გამოიტანა ამ დღესასწაულზე, _აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვალერი კაპანაძემ.

 უამინდობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საზეიმო განწყობით გვიანობამდე აღნიშნავდა ჭიათურქალაქობას და აცხადებდნენ, რომ ასეთი კომპლექსური ღონისძიების ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია