დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/20 13:46:42

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გია თევდორაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალი“  დეპუტატის სახლში სამართალდამცავები ორდენის გარეშე შეიჭრენ და ჩხრეკა დაიწყეს.

თევდორაძის თქმით, სამართალდამცავებმა ნინო ფხალაძის სახლში ჩხრეკა დილის ექვს საათზე დაიწყეს, რაც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. თევდორაძე მომხდარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლად მიიჩნევს,რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება საერთაშორისო საზოგადებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია