საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი უსინთლო მომღერალი თბილისისკენ ფეხით მსვლელობას აწყობს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/19 14:00:51

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომღერალი   ხვიჩა სიმონია  ქუთაისიდან თბილისში უკვე მიემართება.  ფეხით მსვლელობა მან ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო. უსინათლო მომღერალს, რომელსაც  წლების განმავლობაში საკუთარი სტუდია ჰქონდა, ამბობს, რომ მისი საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლევა, რადგან აპარატურის ნაწილი ბანკის ვალის დაფარვის მიზნით გაყიდა.  ხვიჩა სიმონია თბილისში ფეხით ჩასვლას და პატრიარქთან და პრემიერთან  შეხვედრას გეგმავს.

"მინდა მოვუწოდო პრემიერსაც, პატრიარქსაც და ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დაუდგნენ გვერდით და მიეცეთ მათ თავიანთი  საქმის თავისუფლად კეთების საშუალება. მინდა გაიგოს ყველამ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრ დაბრკოლებას ვაწყდებით ყოველდღიურად. აპარატურა,რომელიც სტუდიისთვის ვიყიდე და ვაკეთებდი ფონოგრამებს, ალბომებს, უკვე გავყიდე. ბინაც იპოთეკით მაქვს დატვირთული. ვაპირებ ფეხით ჩავიდე თბილისში და მოვუწოდო მათ დახმარებისკენ",–განაცხადა ხვიჩა სიმონიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია