დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოროპტიმისტ ქალთა სოციალური აქცია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/18 17:43:43

სოროპტიმისტთა კლუბმა  "ქუთაისი –კოლხა" ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში პირველი სოციალური აქცია განახორციელა. კლუბის წევრებმა ხანდაზმულებს სარეცხი მანქანა საჩუქრად გადასცეს. პირველი სოციალური პროექტი ქუთაისის სოროპტიმისტ ქალთა  კლუბმა ევროპელ სოროპტიმსტთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა.

"ჩვენმა ევროპელმა მეგობარმა კლუბებმა გაგვიწიეს დახმარება სოციალური პროექტების განსახორციელებლად.  აღნიშნული   პროექტი ითვალისწინებს ხანდაზმულთა პანსიონატსა და ბავშვთა სოფელში სხვადასხვა სოციალური ატივობების განხორციელებას და დღეს  ჩვენ  პანსიონატს საჩუქრად გადავეცით  სარეცხი მანქანა და სხვადასხვა სარეცხი საშუალებები",–განაცხადა სოროპტიმისტთა ინტერნაციონალის ქუთაისის  "ქალთა კლუბის ქუთაისი–კოლხას" დამფუძნებელმა ნუგეშა გაგნიძემ.

"მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ მათი სურვილი გავითვალისწინეთ და ვაჩუქეთ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. მე, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოამდგენელი, ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ ნათელ დღეს ვჩუქნით ჩვენს ხანდაზმულებს",–განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა ხათუნა ცანავამ.

 

ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 95 ბენეფიციარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია