საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/18 02:44:30

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ 15000-მდე აპლიკანტის ტესტირება მიმდინარეობს.

აპლიკანტებმა ტესტირების ბარათები, სადაც  ტესტირების ადგილი და დრომითითებული საინფორმაციო ან რესურს-ცენტრებში მიიღეს. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ  ტესტირების ბარათები ვებგვერდიდან - www.naec.ge დამოუკიდებლად ამოებეჭდათ. ტესტირება დღის განმავლობაში რამდენიმე სესიად ჩატარდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  პროფესიულ ტესტირებას ორგანიზებას სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს. ტესტირების სპეციფიკის გათვალისწინებით და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  16 ოქტომბერს აპლიკანტებს  საშუალება ჰქონდათ  საცდელი ტესტირება გაევლოთ.

სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა   იმ აპლიკანტებს ექნებათ, რომლებიც  კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხებიან და ტესტირებისას მინიმალური კომპტენციის ზღვარს გადალახავენ. ხოლო, ყველა იმ აპლიკანტს, ვინც ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შესაძლებლობა ექნება თვითდაფინანსების საშუალებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესში ცვლილება განახორციელა, რომლის მიზანია: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირველი ეტაპი პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას წარმოადგენდა, რომელიც 14 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაციის პროცესი უზრუნველყო საქართველოს მასშტაბით არსებულმა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებმა, 70-მა რესურსცენტმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 33-მა დაწესებულებამ. ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია 15000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველი მიმართულების ერთ ან, რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე, ერთ ან, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აპლიკანტის მიერ შერჩეული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია