დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ციციაშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/17 19:04:10

ქუთაისში, ციციაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ავარიულია, არავინ ცხოვრობდა. ორმოცაძეების ხუთსულიანმა ოჯახმა სახლი ერთი წლის წინ მიატოვა. მეზობლების თქმით, ისინი ნათესავთან ცხოვრობდნენ.

მეორე სინაგოგასთან, ე.წ. ებრაელების უბანში სახლის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება. მათი თქმით,  სახლის მეპატრონეებს დახმარება გაეწევათ. ხვალიდან  კი მიმდებარე ტერიტორია ნანგრევებისგან გაიწმინდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია