დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სპორტულ სკოლებს ახალი ფორმები გადაეცათ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/17 17:21:03

დღეს, ქუთაისის რამდენიმე სპორტულ  სკოლას ქალაქის მერიის, საკრებულოსა და სპორტული „აიპის“ წარმომადგენელთა ინიციატივით, ახალი ფორმები გადაეცა.

თურქეთში შეკერილი 1149 ფორმა სკოლებმა უსასყიდლოდ მიიღეს. როგორც საკრებულოს დეპუტატმა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა ტარიელ მესხმა განაცხადა, აღნიშნული ფორმების შეკერვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„ სპორტის თითქმის ყველა სახეობისთვის შევიძინეთ ფორმები, გარდა ამისა სპორტის მიმართულებით, ქუთაისის საკრებულოს მიერ, წლის განმავლობაში დამტკიცებული იყო მილიონ ლარზე მეტი, რითიც თურქეთის რესპუბლიკას შევუკვეთეთ სპორტული ინვენტარი. ასევე ვაპირებთ გამოყოფილი თანხით სპორტული სკოლების ინვენტარიზაციას და თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდას“-განცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ტარიელ მესხმა.

 ფორმები  „აიპის“ გუნდების ნაკრების უფროსი მწვრთნელების და მოქმედი სპორტსმენებისათვის  არის განკუთვნილი და სხვადასხვა სკოლებს 1149 ფორმა უსასყიდლოდ დაურიგდა. ფორმების დარიგება 35-ე საჯარო სკოლიდან განხორციელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია