დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„GRAND MALL“-ის თანამშრომლები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/17 16:21:38

გარევაჭრობის პრობლემა ქუთაისში კვლავ აქტუალურია. ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ "კიდობანიში" შესულმა გარემოვაჭრეებმა, კვლავ ქუჩაში გადმოინაცვლეს და ტროტუარზე ბაზრობა მოაწყვეს, რაც გამვლელებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა უკმაყოფილებას იწვევს.

გარემოვაჭრეების განცხადებით, მერიის მიერ შეთავაზებულ ბაზრობაზე მუშაობას ვერ ახერხებდნენ, ვინაიდან მოსახლეობა მათთან არ შედიოდა ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კვლავ ქუჩაში ევაჭრათ.

როგორც მერიის ადმინისტარციული ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ საიმისოდ, რომ გარემოვაჭრეებს ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობა აუკრძალონ.

ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის უფლება არ აქვს.

"აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ჩემი ინფორმაციით ის ეკუთნის "იბერიის ვარსკვლავს", აქედან გამომდინარე მერიას არ აქვს უფლება აკრძალოს გარევაჭრობა."-აღნიშნა თენგიზ თოფურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე თვეა გარევაჭრობა უშუალოდ ტროტუარზე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „grand maal"-ის თანამშრომლები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია