საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის ახალი გუნდი კონკურსის შედეგად დაკომპლექტდება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/17 11:58:28

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება. კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ ადგილობრივი კადრები, არამედ უცხოელი მუსიკოსები და მსახიობები, თეატრის ახალ დასს დააკომპლექტებს. როგორც თეატრის დირექტორი ხატია მედვედევა psnews. ge -სთან საუბარში ამბობს, მომავალი წლიდან თეატრი ორმაგი  დატვირთვით იმუშავებს, რისთვისაც  არსებული რესურსი საკმარისი არ არის.

"აქიტურად ვემზადებით ამ კონკურსისთვის. უცხოეული სპეციალისტები იქნებიან ჟიურში და კონკურსი იქნება მიუკერძოებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავდებთ ისეთ შედეგებს, რომ შევძლოთ ადგილობრივი კადრების მაქსიმალური შენარჩუნება. ჩვენ ძალიან მაღალი დონის მსახიობები და მუსიკოსები გვყავს და არც ერთი მათგანის შრომა არ იქნება დაკარგული",– განაცხადა ხატია მედვედევამ.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრში ამჟამად 256 თანამშრომელია. მედვედევას  თქმით, თეატრში პრაქტიკულად არ არსებობს საბალეტო დასი, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე კი საკამრისი კადრები არ არის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია