დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია
„არა ოკუაციას, არა სოჭის ოლიმპიადას"! –საპროტესტო კვირეულის მეორე დღე ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/16 13:55:34

 

რუსული ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ მიმართული კვირეული ქუთაისში გრძელდება.  დღეს,  საქართველოს საზღვრების ოკუპაცია ნინოშვილის სკვერში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გააპროტესტეს. საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო კვირეულის ფარგლებში, ყოველდღე, პირველ საათზე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

„როცა მტერი შემოდის შენს საზღვრებში, ყველას ვალია ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და  გავერთიანდე საერთო მტრის წინაშე, მითუმეტეს მაშინ,როცა ვიცით ვინ არის ჩვენი მტერი",–ამბობს მუსიკოსი და საინიციატივო ჯგუფის წევრი  ნანა დოღონაძე.

„მე ძალიან მიხარია, რომ ქუთაისმა წამოიწყო ეს პროცესი. ვფიქრობ, არც ერთი ოქრო და ვერცხლი არ აანაზღაურებს იმას, რაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი საერთო მტრისგან. მიმაჩნია, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს და უთხრას არა ოკუპაციას და არა სოჭის ოლიმპიადას, –ამბობს  მხატვარი და საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან ვეკუა.

ოკუპაციასა  და სოჭის ოლიმპიადას საქარველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთი კვირის განმავლობაში გააპროტესტებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია