საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
40 000 დევნილი ოჯახი გაზის და ელექტროენერგიის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/16 12:21:51

საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტრომ 10 თვიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის შესახებ დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც დარახველიძე აღნიშნავს,  დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში მუდმივ სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები ქალაქის ტიპის დასახლებში 730 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ასევე  სოფელ ადგილევში სამინისტროს მიერ მოხდა მიწის ნაკვეთი შეძენა 75 ოჯახისთვის, საერთო ჯამში კი  205 ოჯახს ბინები გრძელვადიან საკუთერებაში გადაეცათ.

 1052 ოჯახს, დაახლოებით  4000 დევნილის საცხოვრებელი ფართები სიმბოლიურ 1 ლარად გადაეცათ.

 

დავით დარახველიძის განცხადებით, დასრულდა სამინისტროს მიერ საპროექტო სამუშაოები დევნილთა მასიური განსახლება ქალაქის ტიპის ობიექტებზე, მრავალსართულიანი ბინებში თბილისსა და  ფონიჭალაში  4500 ოჯახი შესახლდება. კრწანისში 2130 ოჯახი, რაც შეეხება  ბათუმში დევნილთათვის მშენებარ კორპუსს ის 1155 ოჯახზეა გათვლილი.

დარახველიძის განცხადებით, 1186-მა ოჯახმა ერთჯერადი, 100-დან 500 ლარამდე დახმარება მიიღო, 142 ოჯახს კი 100-დან 300 ლარამდე ბინის ქირა გადაეცა.

მინისტრის თქმით, გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, 40 ათასი ჩასახლებულ და თვითგანსახლებულ დევნილთა ოჯახებისთვის 200 ლარიანი - გაზის ან ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია