დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ მიმართული კვირეული ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/15 14:05:09

არა ოკუპაციას, არა სოჭის ოლიმპიადას!"-ამ ლოზუნგით ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი დაარსდა. ჯგუფში ერთიანდებიან ჟურნალისტები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები.

„ჩვენ ვუერთდებით იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც მთელ ქვეყანაშია და საზოგადოების აქტიურ ნაწილს, ყველას, ვინც თვლის, რომ პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ ოკუპაციას და არ წავიდეთ სოჭის ოლმპიადაზე, მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ. ერთი კვირის განმავლობაში გავმართავთ სხავდასხვა ღონისძიებას და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას"-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა და რადიო „ძველი ქალაქის" ხელმძღვანელმა  ქეთი ბერძენიშვილმა. 

„ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია საზოგადოება, რომ ასეთ დროს უნდა გაერთიანდეს და იყოს სოლიდარული. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს საკუთარი პოზიცია ოკუპაციასა და სოჭის ოლიმპიადასტან დაკავშირებით, შემოგვიერთდნენ",-ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი თემურ ცამციშვილი.

პირველი ღონისძიება  ჯგუფი ხვალ, ნინოშვილის სკვერში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მონუმენტთან გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია