დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
რთველი 2013
სიღნაღმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/13 21:35:40

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი  სიღნაღში  გამართულ ღვინის ფესტივალს დაესწრნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოჯახური მარნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ თეთრი და წითელი ყურძნისგან  დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო.

 ,,წარმატებული რთველის შემდეგ, ნამდვილად კარგ ტრადიციას წარმოადგენს ღვინის ფესტივალის ჩატარება. საქართველოში ღვინის კულტურა უძველესია და ამას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება. ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ეს არის საერთო საქმე და ამ მიმართულებით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად იმუშავებს“ , – განაცხადა დავით შერვაშიძემ.

 ფესტივალის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა 11 ქართულმა  კომპანიამ წარმოადგინა  როგორც ქვევრის, ისე ქართული (ე.წ ,,გლეხური“) და ევროპული წესით დაყენებული ღვინოები. ფესტივალის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კახური სამზარეულოს გამორჩეული კერძები  და  ქართული ღვინის ნიმუშები.  

 სიღნაღში გამართულ ღვინის ფესტივალს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები  მუსიკალურად აფორმებდნენ და უცხოელი ტურისტებისთვის ნამდვილ ქართულ, ტრადიციულ საზეიმო ატმოსფეროს ქმნიდნენ.

 

 ფესტივალზე ხალხური რეწვის ნიმუშების: თექის, ქვილთის, ხალიჩების, ფარდაგების, სალამურების, ფანდურების, გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

 

 

 დღეს გამართული ფესტივალის მიზანი იყო სიღნაღის, როგორც ქალაქის, ასევე ადგილობრივი ღვინისა და კუთხური სამზარეულოს პოპულარიზაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია