ქართული ოლიმპიური კლუბის დამფუძნებელი, ამავდროულად, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ინიციატივით გამოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია სპეციალური უნიფორმით გამოვიდეს.
"სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე შესაძლოა, საქართველოს დელეგაციამ სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვას, რომელზეც გამოსახული იქნება მთლიანად საქართველოს ტერიტორია – თავისი სოხუმით, ცხინვალით, ბათუმით, თბილისით. პირველი - ვგმობთ, რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებს. მეორე ის, რომ შეწყდეს ჩვენთან შიდა პოლიტიკური, თუ სხვა დაჯგუფებების კინკლაობა, რაც ბზარს უფრო აჩენს და ადიდებს და მესამე ის, რომ ეს ოლიმპიური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის", - განაცხადა კახიაშვილმა.
წყარო: სააგენტო პირველი.