საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ჭიათურის მაჟორიტარი ამომრჩეველს შეხვდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/12 17:58:51

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, მალხაზ წერეთელი ამომრჩევლებს ჭიათურის კულტურის სასახლეში შეხვდა.

 დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა მოსახლეობის წინაშე ვალდებულების გამო მოაწყო. შეხვედრას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. 

 მალხაზ წერეთელმა მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ მიღწეულ შედეგებს. მნიშვნელოვან საკითხებად გამოიყო ჭიათურის მანგანუმის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები და მოსაკრებლის გაზრდის ინიციატივა (ინიციატორი თავად მაჟრიტარი დეპუტატია და ცდილობს მოსაკრებლის 3%-მდე გაზრდას), ასევე წყალმომარაგების, ეკოლოგიური,  საგზაო ინფრასტრუქტურისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.

 ბევრი მსმენელისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ წერეთელს არ გამოუყენებია შეხვედრა მარგველაშვილის პიარისათვის, თუმცა შეხვედრის დასასრულს psnews.ge-ს მიერ დასმულ კითხვაზე, რა რეზულტატით დასრულდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, მალხაზ წერეთელმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის მხარდამჭერი მინიმუმ 60% მაინც იქნება ჭიათურის ელექტორატიდან.

 მანვე აღნიშნა, რომ მოკლე ხანში დაიწყებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და ყველა პრობლემას გაეცნობა ადგილზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია