საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურამ „სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ“ 1207 შუამდგომლობა შეადგინა
2013/10/11 18:25:20

მთავარმა პროკურატურამ  „სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ   1207  შუამდგომლობა შეადგინა

სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის  ფაქტების“  სტატისტიკის  საჯაროობაზე ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები  არსებობს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ“ (IDFI) სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის გარკვევას შეეცადა და ამისათვის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შეკითხვებით მიმართა. მიღებული პასუხებიდან ირკვევა, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხზე.

მაშინ, როდესაც საქართველოს პროკურატურა თვლის, რომ ინფორმაცია სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ, არ წარმოადგენს საიდუმლოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

გთავაზობთ  IDFI –ის მომზადებული გამოკითხვის შედეგებს:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2012 წლის  21  დეკემბერს მიმართა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, ხოლო 2013 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა 2012 წლის 1 ნოემბრიდან წერილის მიღების მომენტამდე შემდეგი სახის სტატისტიკური ინფორმაცია:

 1) დაწესებულებების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებსასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობა;

 2) სასამართლოების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერისშესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა;

3) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერაკანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;

4) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერაარაკანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;

IDFI -  საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღო. საქართველოს მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გააჩნია დამუშავებული სახით და მის დასამუშავებლად ესაჭიროება ერთთვიანი ვადა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაპირისპირებისამებრ 2013 წლის 27 ივნისს მოგვაწოდა დამუშავებული ინფორმაცია სასამართლოსათვის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობის თაობაზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციითმოთხოვნილ პერიოდში (2012 წლის 1 ნოემბრიდან – 2013 წლის 9 მაისამდე) სასამართლოსათვის წარდგენილმა შუამდგომლობების რაოდენობამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“  შეადგინა 1207 შუამდგომლობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნია დამუშავებული სახით და მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით და ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,და ,,ქვეპუნქტების თანახმად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან.“

IDFI -
ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყოლია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეიტანა სარჩელი ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში, ამავე სასამართლოებისათვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი. სასამართლომ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული და დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების პროცესში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დაუმუშავებელი ინფორმაციის რაოდენობა არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანური რესურსების პროპორციული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვისმოწოდებულ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ქვეპუნქტისა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის  თანახმად და არ მიეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

 მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2013  წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისსარჩელი და არ გაიზიარა აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნების საკითხი.

მოსამართლე ნინო ონიანმა მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დაავალდებულა მოპასუხე მხარე (თბილისის საქალაქო სასამართლო) გასცეს აღნიშნული ინფორმაცია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე:

 ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა საკუთარი პასუხით დაადასტურეს მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობა, თუმცა უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას; თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია მიიჩნია სახელმწიფო საიდუმლოებად; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნიეს, რომ  მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სრულყოფილად გასცა ინსტიტუტზე მოთხოვნილი ინფორმაცია, მიიჩნია რა ის საჯარო მონაცემებად.

 IDFI მიიჩნევს, რომ მოსმენების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია