დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანული ქველმოქმედება ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/11 14:41:38

ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრი მასშტაბური ქველმოქმედებისთვის ემზადება. ხვალ,  ცენტრის გერმანელი წარმომადგენლები ქველმოქმედების მიზნით ქუთაისის # 4 სკოლაში სხვადასხვა ნივთებსა და სურსათს მიიტანენ.

"ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ქუთაისი, რომ ძალიან გვიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი,   განსაკუთრებით კი ქუთაისელები. დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ამ საქმეს და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ",-ამბობს გერჰარდ მიულერი, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ქუთაისში ხშირად ჩამოდის.

გერჰარდ და კარი მიულერმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს, ბავშვთა სახლსა და საავადმყოფოს გაუწიეს დახმარება. 

ქველმოქმედი ცოლ-ქმარი ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან.

ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში თითქმის ოცი წელია არსებობს.

ცენტრის წარმომადგენლები,  დღეს,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს შეხვდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია