საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნება
სტუმრები სამუსიკო სკოლაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/11 13:29:43

10 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლას იტალიის ქალაქ პიზას მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი კლაუდიო ჩარაი და გაზეთ „კვირის პალიტრას"  ჟურნალისტი გურამ სოზაშვილი სტუმრობდნენ.

სტუმრები სამუსიკო სკოლის დირექციას შეხვდნენ, დაგეგმეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა  მას შემდეგ, რაც მოისმინეს სკოლის აღსაზრდელთა  საკონცერტო გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ამ სტუმრობას 2013 წლის ივნისში გამართული კამერული მუსიკის კონცერტი უსწრებდა წინ, რომელშიც სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ კონცერტს ესწრებოდნენ ირანისა და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები. წარმატებულმა კონცერტმა, თავის მხრივ, იტალიასა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობის სურვილი დაბადა.

10 ოქტომბრის კონცერტი ამ ურთიერთობის დაწყების  კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

კონცერტი სათანადოდ შეფასდა  სტუმრების მიერ, რაც  მათ გამოსვლებში აღნიშნეს.


 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია