დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკლესია
დღეს გახდება ცნობილი, შეუჩერდება თუ არა მღვდელმსახურების უფლება მეუფე კალისტრატეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/11 10:09:09

დღეს გახდება ცნობილი შეუჩერდება თუ არა მღვდელმსახურების უფლება ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს, თიანიეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტს თადეოზს, ასევე ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგის და მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგს.


საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს , 12 საათზე გაიმართება,რომელსაც კათალიკოს-პატრიარქი ილია II უხელმძღვანელებს.


ცნობისათვის, მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს. მთავარეპისკოპოსის ხარისხი კი 1989 წელს მიენიჭა.

 

არ არის გამორიცხული, სინოდის სხდომაზე განხილულ იქნას 4 ეპარქიის გაყოფის საკითხი. 

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სინოდმა უნდა განიხილოს შემოქმედის ეპარქიის ორ ეპარქიდ გაყოფა, ასევე საუბარია ცაგერისა და ლენტეხის და ქუთაის-გაენათის ეპარქიების გაყოფაზე

 

საპატრიარქოს კულუარებში უკვე საუბრობენ იმ პირებზე, რომლებიც ეპარქიების გაყოფის შემთხვევაში ახალ ეპარქიებს ჩაუდგებიან სათავეში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია