დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სპორტული „აიპის“ მწვრთნელებს ხელფასი გაეზრდებათ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/10 19:51:10

ქუთაისის სპორტულ აიპიში დასაქმებულ 250 მწვრთნელს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ინიციატივის შესახებ  დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ისაუბრა. ვანო ბუხაიძის თქმით, სამსახური პროექტის შემუშავების პროცესშია, რის შემდეგაც გაირკვევა რა პრინციპით უნდა გაეზარდოს ხელფასი მწვრთნელებს.

„ეს არ არის მარტივი პროცესი. უნდა განვსაზღვროთ რის მიხედვით უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება.  არ გამოვრიცხავთ, ყველა მწვრთნელს სტაბილური 200 ლარი დაენიშნოს და შემდეგ დანამატის სახით, საათების რაოდენობის მიხედვით  მივცეთ ანაზღაურება. ისეთი მინიმალური ხელფასით, როგორიც ქუთაისელ მწვთნელებს აქვთ, შეუძლებელია არსებობა“,-განაცხადა ვანო ბუხაიძემ.

დღესვე, სამსახურმა 9 თვის ანაგრიში წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, სპორტის ღონისძიებებისთვის სამსახურის ბიუჯეტიდან უკვე გახარჯულია 498 181 ათასი ლარი.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბიუჯეტი სულ 888 ათასი ლარია. 194 363 ლარი დაიხარჯა ახალგაზრდული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია