დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობა
ციტრუსის სეზონისთვის 30-მდე გადამამუშავებელი და შემფუთავი საწარმო ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/10 19:35:37

ციტრუსის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს  გადამამუშავებელ და შემფუთავი მასალის მწარმოებელ საწარმოებშიც, რათა სეზონის დაწყებისას  სრული დატვირთვით შეძლონ ფუნქციონირება და ციტრუსის შეუფერხებელი მიღება.

აჭარის რეგიონში ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა, აჭარის ა/რ მთავრობის  თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის  ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ციტრუსის მწარმოებლებს გააცნეს. შეხვედრაზე  დეტალურად განიხილეს მოსამზადებელი  სამუშაოების მიმდინარეობა. წელს აჭარის რეგიონში მანდარინის გადამამუშავებელი და შემფუთავი 30-მდე საწარმო ამოქმედდება. დაგეგმილია შპონისა და პლასტმასის ყუთების დამამზადებელი საწარმოების გახსნაც.  ყუთის ტევადობა 12-15 კგ იქნება.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ციტრუსის სეზონი წარმატებულად განხორციელდება. აჭარის რეგიონში  110 ათას ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. გაფართოვდა ციტრუსის საექსპორტო არეალიც და მანადარინის, ლიმნის, ასევე  ხურმის რეალიზაცია პრობლემა აღარ იქნება

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია