დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/10 14:37:42

დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაარსებიდან  80 წლისთავთან დაკავშირებით,  გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია სახელწოდებით : „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება".

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორია ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი.

როგორც ცნობილი გახდა, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 230 მონაწილე დარეგისტრირდა. მათ შორის, 120 წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის ცნობილ საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენენ.

„მთელი წლის განმავლობაში  ვზეიმობთ უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს.  ამ თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ. დღეს სამდღიანი კონფერენცია გაიხსნა. დაგეგმილია პირველი პლენარული სხდომა  და  სხვადასხვა შეხვედრები .  კმაყოფილები ვართ დღვანდელი დღით , საკმაოდ ფართო სპექტრი შემოგვიერთდა, ყველა ის დარგი მონაწილეობს, რაც მოიაზრება ჰუმანიტარულ მეცნიერებაში"-განაცხადა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ირმა ყიფიანმა.

კონფერენციას  მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ესწრებოდა, მან უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. უცხოელი სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

 

წერეთლის უნივერსიტეტში კონფერენციაში მონაწილეობის გამო კმაყოფილება გამოთქვეს უცხოელმა სტუმრებმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია